კიევის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა – მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა.

ეროვნული პოლიციის უფროსმა, იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ დაღუპულთაგან 9 თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ გარეუბანში.

დაღუპულთაგან ორი ბავშვია.

კიდევ 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია.