კიევის ოლქში უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 14 ადამიანი იყო

კიევის საგანგებო სიტუაციების უწყების განცხადებით, კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.

ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.