კიევის ოლქში ჯამში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქში ჯამში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ,  ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. როგორც ნებიტოვი აცხადებს, ყველაზე მეტი ცხედარი ქალაქ ბუჩაში იპოვეს.

გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ბოროდიანკასა და მაკაროვში და ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში  ცხედრებს კიდევ იპოვნიან.

საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ.