კიევის ცენტრი დაიბომბა. მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია წერს, რომ კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

ერთ–ერთი რაკეტა კიევის ცენტრში ვლადიმირსკის ქუჩაზე, გრუშევსკის ძეგლის რაიონში ჩამოვარდა. კიევის მერი, კლიჩკო წერს, რომ რამდენიმე აფეთქება იყო შევჩენკოს რაიონში.

კიევის ცენტრში იწვის სამოქალაქო მანქანები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.

წერენ აფეთქებაზე ხმელნიცკის რაიონშიც,აფეთქებების ხმა ისმის ლვოვში,

სოციალურ ქსელებში ასევე წერენ აფეთქების სავარაუდო ხმებზე ტერნოპოლში. საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

ვრცელდება ინფორმაცია მასირებული სარაკეტო შეტევის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ვრცელდება  კიევის ერთ–ერთ ცენტრალურ პარკში მომხდარ სარაკეტო დაბომვის ამსახველი ფოტოები