კიევი მუშაობს რუსეთის აქტივების უკრაინისთვის კომპენსაციის სახით გადაცემაზე

კიევი ამუშავებს გეგმას, რომლის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებში დაყადაღებული რუსული აქტივები კომპენსაციის სახით უკრაინას გადაეცეს. ამის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს შეუძლია სასამართლოებში იდავოს.

“ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ამას ვერ აიცილებს თავიდან. უფრო მეტიც, უკვე არსებობს დაპირება (რუსეთის დაპატიმრებულ აქტივებზე). მაგრამ შეუძლიათ ამ ფულს დიდხანს დაელოდონ და სასამართლოში გაასაჩივრონ. აქტივები დაყადაღებულია სხვადასხვა ქვეყანაში, ამაზე ახლა ჩვენი დიპლომატები მუშაობენ“,– თქვა არახამიამ.