კიევში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ დილით კიევში განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.

12:25 საათის მონაცემებით მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ უბანს რუსეთი დღეს თავს “კამიკაძე” დრონებით დაესხა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც დღეს ოკუპანტებმა ე.წ ირანული დრონი ესროლეს, 60 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, კლიჩკოს თქმით, ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანია მოყოლილი.