რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევში 3 ადამიანი გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას 3  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად, წყალმომარაგება შეწყვეტილია მთელ კიევში.

ნაწილობრივ ან სრულად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი : ხმელნიცკი, ხარკოვი, კიევი, ლვოვი, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე, ლუცკი, ოდესა, ვინიცა, პოლტავა, ჟიტომირი.

ასევე „იუჟნაუკრაინსკის“ (სამხრეთ უკრაინის) ატომურ ელექტროსადგურზე ყველა ენერგობლოკი გათიშულია – მიზეზები ჯერ უცნობია.