”კითხვებს სვამს რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს…” – ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

”კითხვებს სვამს რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს…” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის,  უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

“კითხვებს სვამს, რა მჭირს რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხი არის სტრესის გამო გაქვს? საკუთარი შვილი, რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ ეუბნებოდეს, რომ სტრესის გამო გაქვს მეექვსე თვეა 38 სიცხე ნორმალური იქნებოდა და მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა?  18-ში დაიდება ეს დასკვნა და გაეცემა პასუხი ამ კითხვებს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ,  რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმებს ცვენა… ტუბერკულოზის ნიშნები, გადადგილება უჭირს… ავადმყოფობის ისტორიაში არაფერი არ წერია” – ამბობს ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.