კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ “შეცდომით”! – წულუკიანი ISFED-ზე

“კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ “შეცდომით” – იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარალელური დათვლასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) შეცდომის გამო “კინაღამ ქვეყანა ავაყირავეთ”.

“კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით! ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!”, – აცხადებს წულუკიანი.