„რაც არ უნდა ვაქცინირებული ვიყოთ, თუ გვეყოლა ბევრი ინფიცირებული, ჩვენდა სამწუხაროდ, გვეყოლება ბევრი დაავადებული და გარდაცვლილი. მართალია, სულ ამას ვამბობდით, რომ აუცილებლად გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ ამისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველი – ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დამეთანხმებით, ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონებს.

დღეს რომ მოვდიოდი თქვენთან, უამრავი პაციენტი არის, რომელიც სკამზე ზის მიმღებ განყოფილებაში, იმიტომ რომ ადგილი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ გვაქვს კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომსხდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა. პაციენტს, რომელსაც არ უჭირს სუნთქვა, ბოლო პერიოდში კლინიკას არ მომართავს. რამ გამოიწვია ეს? ბევრი კითხვის ნიშანი არ არსებობს – გამოიწია ჩვენმა დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ“

ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი იმედის ეთერში.