კლუბების გახსნა დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს – გაბუნია

“კლუბების გახსნა დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ”, – განაცხადა გაბუნიამ.