“ერთი მხრივ, რომ [ირაკლი კობახიძე] საუბრობდა, თუ ვადამდელი იქნა, პირობები ასეთი არ იქნებაო, მაგრამ ვადამდელი არ იქნებაო. არამხოლოდ თავს იზღვევს და თეორიულად მოიაზრებს, ზუსტად იცის, რომ ვადამდელი იქნება. ამ ხალხს ისტერიული შიში აქვთ, რომ სკამები არ დაკარგონ, ამიტომ აშინებთ ვადამდელი, რომელიც გარდაუვლად იქნება ამ ქვეყანაში, რადგან ამ ხალხმა არ იცის ქვეყნის მართვა. თავისი სურვილით, რა თქმა უნდა, არ დანიშანავს, თავისი სურვილით ქვეყნისთვის სასიკეთო რამე გაუკეთებია ქართულ ოცნებას?

კრიზისი არის უკიდურესად ღრმა და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ამ შენობის კედლებს მიღმა არის რეალური საქართველო და რეალურ საქართველოში ადამიანებს ასე გაგრძელება აღარ შეუძლიათ. ოპოზიციას აქვს ძალიან სწორად და სტრატეგიულად სამოქმედო, ოპოზიცია არის დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ამ კრიზისის კონვერტირება მოხდეს სწორი მიმართულებით – ვადამდელი არჩევნებით”

ამბობს პარტია ლელოს ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი TV პირველის ეთერში.