კობახიძე პრეზიდენტს და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, ილია თოფურიას მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

“იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად” –  ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან.

სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.

ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად”. – წერს კობახიძე Facebook-ზე.

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ილია თოფურია, რომელიც ესპანეთში თითქმის 15 წელია ცხოვრობს, ესპანეთის მოქალაქე გახდა.  UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა