კობახიძის აზრით, სააკაშვილი შიმშილობის 24-ე დღეს შეუძლოდ ყოფნას სიმულირებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ შიმშილობის 24-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი ცუდად ყოფნას სიმულირებს.

“ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით. ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა მოიმატებს მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. გვაქვს შიგნიდან, პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება და შემდეგ უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან სხვებზე ბევრად უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

იმავეს ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი მტკიცებით, სააკაშვილმა მხარდამჭერებს დაავალა, 30 ოქტომბერს, კერძო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ იქიდან გამოეყვანათ და გაეთავისუფლებინათ.