კობახიძის გარემოცვიდან შემოგვთავაზეს, რომ ბარიერს გადაგვალახინებდნენ – ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის გარემოცვიდან მიღებული ხმების მომატება და პარლამენტში შესვლა შესთავაზეს.

“შემიძლია ხატზე დავიფიცო, იყო შემოთავაზება, რომ ქართული მარში თუ გაჩერდებოდა, რამდენიმე ათას ხმას წაგვამატებდნენ და ბარიერს გადაგვალახინებდნენ. რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. შემოთავაზება იყო ირაკლი კობახიძის უახლეოსი გარემოცვიდან. სულ რომ 10 კაცით შეგვიშვათ პარლამენტში, საჯაროდ ვდებ პირობას ვდებ, რომ ამ მანდატებს დავხევეთ და სანაგვეში გადავყრით. ეს არ არის პარლამენტი”, – თქვა ბრეგაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ქართულმა მარშმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახა.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიები კვირას, 15:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ.