1 საათია აეროპორტის სასაზღვრო სამსახური კობა ნაყოფიას არ უშვებს ქვეყანაში! – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს და აცხადეს, რომ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, კობა ნაყოფიას ქვეყანაში არ უშვებენ.

ის ნაყოფიას ქვეყანაში შემოშვებასა და თანამდებობის ბოროტად გამომყენებლების დასჯას ითხოვს.

“კახა კუჭავა, პარლამენტის წევრს, ჩემს მეგობარ კობა ნაყოფიას ერთი საათია უკვე აეროპორტის სასაზღვრო სამსახური არ უშვებს ქვეყანაში! მორჩით ქვეყნის ბელორუსიზაციას და დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები სამარცხვინო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. არა მხოლოდ, გამოატარონ დეპუტატი საზღვარზე, არამედ ხვალვე დაისაჯონ თანამდებობის ბოროტად გამომყენებლები!”,– წერს გვარამია.