კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   “სათადარიგო” სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის ასაკში და სკოლის კედლებში, პრინც უილიამის თავდასხმით დამთავრებული, წერს. გაზეთი Guardian, რომელმაც წიგნის ასლი მოიპოვა.

როგორც Guardian აღნიშნავს, პრინცის ავტობიოგრაფია, რომელიც პროფესიონალი მემუარისტის J. R. Mehringer-ის მიერ არის შედგენილი,  ძალიან პირადულ თემებს  და ფაქტობრივად  სამეფო ოჯახის ყველა წევრს ეხება ეხება.

ჯერჯერობით უცნობია შეიცავს თუ არა წიგნი რაიმე სენსაციურ ეპიზოდს გარდაცვლილი დედოფალი ელიზაბეტ II-ისა და მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის ფილიპის შესახებ. წიგნის იმ ფრაგმენტებში, რომლებზეც Guardian წერს,  პრინცი არ ახსენებს თავის ბებიას და ბაბუას.

კენსინგტონის და ბუკინგემის სასახლეებმა (პრინცი უილიამის და მეფე ჩარლზ III-ის რეზიდენციები, შესაბამისად) სკანდალური გაჟონვის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

მემუარები ინგლისურ ენაზე 10 იანვარს გამოვა. მისი ესპანურენოვანი ვერსია უკვე გამოქვეყნდა და ზოგიერთ ბრიტანულ მედიას მიეცა დრო მას ნაწილობრივ გაცნობოდა. დრო ნაწილობრივ გაეცნო.

BBC-ის წიგნის ყველაზე მწვავე და სადაო ფრაგმენტებზე საუბრობს.

ჰარიმ და უილიამმა სთხოვეს მამას, არ დაქორწინებულიყო კამილაზე

თავის წიგნში ჰარი წერს, რომ ის და მისი ძმა ევედრებოდნენ მამას, არ დაქორწინებულიყო კამილაზე – იმ დროს პარკერ-ბოულზზე და ახლა ჩარლზ III-ის  მეუღლეზე – და ცალკე შეხვდნენ კამილას სასაუბროდ  ქორწილამდე.

ჰარის თქმით, მას ეშინოდა, რომ კამილა მისთვის და მისი ძმისთვის ბოროტი დედინაცვალი გახდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ის და უილიამი მზად იყვნენ ყველაფერი ეპატიებინათ, თუ მამა მასთან ბედნიერი იქნებოდა.

როდის მოხდა ზუსტად ჰარის საუბარი კამილასთან, მისი და ჩარლზის დაქორწინებამდე, პასაჟებიდან გაურკვეველია, ამიტომ უცნობია, რამდენი წლის იყო პრინცი იმ დროს. პრინცი ჩარლზის – ახლა უკვე მეფე ჩარლზ III-ის ქორწინება 2005 წელს შედგა.

პრინცი ჰარი აღწერს, თუ როგორ მიიყვანა იგი გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას მწუხარებამ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომსხვა სამყაროსთან კონტაქტის ნიჭი ჰქონდა.

“დედაშენი ამბობს, რომ შენ ცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, როგორიც თავად ვერ იცხოვრა. შენ ცხოვრობ ისე, როგორც მას შენთვის უნდოდა”, – უთხრა მას ჯადოქარმა.

პრინცესა დიანა  პარიზში 1997 წელს გარდაიცვალა, როდესაც ჰარი 12 წლის იყო.

თავის მემუარებში ჰარი იხსენებს, როგორ მიუახლოვდა მამა მას, რათა დიანას ავტოკატასტროფაში გარდაცვალების ტრაგიკული ამბავი ეთქვა, – და იმ მომენტში არ ჩაეხუტა.

თუმცა, პრინცი წერს, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი მამამ „არასოდეს იცოდა როგორ გამოევლინა თავისი გრძნობები“.

ჰარი ამტკიცებს, რომ ძმასთან ერთ-ერთი ჩხუბის დროს, მისი ცოლის, მეგანის შესახებ, ძმამ საყელოში ჩაავლო ხელი, კისერზე ჩამოკიდებული თოკი გაუხია და იატაკზე დააგდო. ეს მოხდა ჰარის ლონდონის რეზიდენციაში, ანუ უილიამი მასთან სტუმრად იყო.  ამიტომ, ჰარიმ ძმას ხელი არ შეუბრუნა, ფეხზე წამოდგა და უილიამს უთხრა იქიდან სასწრაფოდ წასულიყო.

ჰარის თქმით, კონფლიქტი იმ ეპითეტების გამო დაიწყო, რომლებიც უილიამმა მისი ცოლის, მეგან მარკლის მიმართ გამოიყენა.  მან მას უწოდა “difficult” ( რთული, პრობლემური) , “rude” ( უხეში, უპატივცემულო, უზრდელი) “abrasive” (უსიამოვნო, გამაღიზიანებელი).

დაპირისპირება მწვავდებოდა, წერს ჰარი, რადგან უილიამი „უგუნურად იმეორებდა პრესის ზღაპრებს“  დაუსრულებლად, შემდეგ კი საქმე ფიზიკურ  დაპირისპირებამდე მივიდა.

აი, როგორ აღწერს ჰარი მოვლენებს: “მან დადო ჭიქა წყალი, ისევ გამლანძღა, შემდეგ კი მომვარდა.   ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მან საყელო ხელი მომკიდა, კისერზე ჩამოკიდებული თოკი გაგლიჯა და იატაკზე დამაგდო.”

”მე ზურგზე დავეცი, ძაღლის თეფშზე, რომელიც გატყდა და მისი ნამსხვრევები შემერჭო“–განაგრძობს ჰარი. ”ცოტა ხანი იქ ვიწექი, სრულიად დამუნჯებული [მომხდარისგან], რის შემდეგაც ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი იქიდან მოშორებულიყო“.

მემუარებში ნათქვამია, რომ უილიამმა და კეტრინმა იცინეს, როდესაც ჰარი 2005 წელს მასკარადზენაცისტური გერმანიის სიმბოლოებიან ფორმაში გამოცხადდა.

ჰარის თქმით, მან წინა დღეს ძმასთან და რძალთან ერთად წვეულებისთვის კოსტუმის შესაძლო ვარიანტები განიხილა, რადგან მათი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ის ყვება, თუ როგორ სთხოვდა მათ დახმარებას არჩევანში მფრინავისა და ნაცისტური გერმანიის სიმბოლოებიან ფორმას შორის.

“უილს და ქეითს დავურეკე და ვკითხე, რას ფიქრობდნენ. მათ მითხრეს, რომ  ნაცისტური ფორმა ჯობდა. ვიქირავე ეს კოსტუმი, სასაცილო ულვაშებთან ერთად და სახლში დავბრუნდი. უილიამი და ქეითი იცინოდნენ. ეს უილის ლეოპარდის  ტრუსებზე უარესიც კი იყო. ბევრად უფრო სასაცილო.”

ჰარი აღიარებს, რომ პირველი სექსუალური გამოცდილება 17 წლის ასაკში ჰქონდა.

ეს მოხდა პაბის უკან მინდორში, მასზე უფროსი ქალთან ერთად.

ჰარი წერს, რომ მისი პარტნიორი მას ეპყრობოდა “ახალგაზრდა ულაყს” და მისი პირველი სექსუალური გამოცდილება მისთვის უკიდურესად დამამცირებელი იყო.

ჰარი ყვება, რომ მას კოკაინის შესუნთქვა შესთავაზეს, როცა 17 წლის ასაკში მეგობრებს სტუმრობდა. პრინცი აღიარებს, რომ ნარკოტიკი რამდენჯერმე გამოიყენა, თუმცა, მისი თქმით, ეს მას სიამოვნებას არ ანიჭებდა.

”ეს არ იყო ძალიან სახალისო და არ მაძლევდა ბედნიერების განცდას, სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ თავს სხვა ადამიანად ვგრძნობდი და ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. მე ვიყავი 17 წლის ბიჭი, რომელიც მზად იყო ეცადა  ყველაფერი, რაც შეცვლიდა წინასწარ დადგენილ წესრიგს“.

ის ასევე ყვება, თუ როგორ ეწეოდა იტონში ყოფნის წლებში მარიხუანას კამპუსის აბაზანაში, ხოლო მისი დაცვა შენობას გარეთ იცავდა.

უილიამი უკმაყოფილო იყო ჰარის იტონში ყოფნით.

“შენ მე არ მიცნობ, ჰაროლდ, და მე არ გიცნობ”, – უთხრა პრინცმა უილიამმა ძმას, როდესაც ის ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლებლად ჩავიდა.

იმ დროისთვის უილიამს იტონში უკვე ორი წელი ქონდა გატარებული და როგორც თავად უთხრა  ჰარის, ეს ადგილი მისთვის ოჯახგან  თავშესაფარი გახდა.

„მას არ უნდოდა  უმცროსი ძმის სახით ტვირთი, რომელიც კითხვებით შეაწუხებდა, ან მის სამეგობრო წრეში ცხვირს ჩაყოფდა.  მასთან ან მის სამეგობრო წრეში ცხვირს აჭერდა“, – განმარტავს ჰარი უილიამის პოზიციას.

ჰარიმ ძმას უთხრა, რომ მასზე არ ენერვიულო და დაჰპირდა, რომ სრულიად დაივიწყებდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

ჰარი წერს, რომ 2012-2013 წლებში ავღანეთში შვეულმფრენის პილოტად მსახურობისას მან პირადად მიიღო მონაწილეობა ექვს საბრძოლო ფრენაში, რომელთაგან თითოეული ცოცხალ სამიზნეებზე განხორციელდა, მაგრამ პრინცს ეს მკვლელობები გამართლებულად მიაჩნია. მისი უშუალო მონაწილეობით სულ 25 თალიბი მებრძოლი დაიღუპა.

”მე საერთოდ არ ვამაყობ ამ სტატისტიკით, მაგრამ ამის გამო არც მრცხვენია”, – წერს პრინცი. ”ბრძოლის ვითარებაში მე არ აღვიქვამდი ამ 25 ადამიანს როგორც ადამიანად. ისინი იყვნენ დაფიდან გადაყრილი პაიკები.ცუდი ბიჭები, რომლებიც მოიშორეს მანამ, სანამ კარგი ადამიანების მკვლელობას დაიწყებდნენ“.

ჰარი იხსენებს, რომ  2021 წელს, ბაბუის – ედინბურგის ჰერცოგის დაკრძალვის შემდეგ, მან და უილიამმა  კინაღამ იჩხუბეს.

პრინცი ჩარლზი შვილებს შორის ჩადგა და თქვა: “გთხოვთ, ბიჭებო, ნუ მომიწამლავთ ჩემი ცხოვრების ბოლო წლებს”.

ჰარი წერს, რომ  ბებიის გარდაცვალების შესახებ ოჯახისგან კი არ შეიტყო, არამედ ახალი ამბებიდან.

პრინც ჰარის თქმით, მან ბებიის – დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შესახებ BBC-ის ვებგვერდის სიახლეებიდან შეიტყო. როდესაც მისი მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა, მამამ დაურეკა და ჰარი წასასვლელად მოემზადა – დედოფლის ბალმორალის შოტლანდიის რეზიდენციაში, სადაც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

თუმცა, მას მალევე აგრძნობინეს, რომ მეგანის თან წაყვანა არ ღირდა, ნათქვამია მემუარებში. ჰარი ამით  ხსნის იმ გაუგებრობას, რომელიც წარმოიშვა დედოფლის გარდაცვალების დღეს, როდესაც პრესამ ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰარი და მეგანი ერთად მიდიოდნენ, შემდეგ კი თქვეს, მეგანი არ იქნებოდა. ამასთან, ბალმორალში არც პრინც უილიამის მეუღლე ქეითი ყოფილა.

ჰარიმ შეიტყო, რომ დედოფალი გარდაიცვალა, როდესაც მისი თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაეშვა. არა ოჯახისგან, არამედ ტელეფონით ახალი ამბებიდან, ხაზს უსვამს ის თავის წიგნში.

“როდესაც თვითმფრინავი დაფრინდა, ჩემი მობილურის ეკრანი განათდა. მეგისგან (მეგანის) შეტყობინება მოვიდა: “დამირეკე როგორც კი ამას მიიღებ. გავხსენი BBC-ის საიტი. ბებიაჩემი გარდაიცვალა. მამა მეფე გახდა “- წერს პრინცი ჰარი.

პრინცი ჰარი წერს, რომ წიგნის სათაური „სათადარიგო“ – შემთხვევით არ არის შერჩეული და ღრმა მნიშვნელობა აქვს. ეს სიტყვა, სავარაუდოდ, მამამისმა მისი დაბადებისთანავე თქვა.

რითმული გამოთქმა “ერთი მემკვიდრე, ერთი სათადარიგო” ( “an heir and a spare”)  ბრიტანულ ინგლისურში დამკვიდრებულია. დიდგვაროვან ოჯახებში ორ შვილს ნახევრად ხუმრობით ასე ეძახიან.  უფროსმა შვილმა მემკვიდრეობით უნდა მიიღოს მშობლის წოდება და ქონება, ხოლო უმცროსი არის გარანტი იმისა, რომ შთამომავლობა არ შეწყდება მაშინაც კი, თუ  უფროს შთამომავალს რაიმე დაემართება.

“კარგია. შენ მომეცი ერთი მემკვიდრე და ერთი სათადარიგო. შენი მისია დასრულებულია”, – უთხრა პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დიანას ჰარის მტკიცებით.

ის განმარტავს, რომ ამის შესახებ მას უკვე 20 წლის ასაკში უთხრეს, თუმცა მემუარების ავტორი მის წყაროს არ ასახელებს.

რა ღირს პრინცი ჰარის გულწრფელობა? საზოგადოებას ძალიან აინტერესებს კითხვა, რამდენი გამოიმუშავა პრინცმა ჰარიმ მისი მემუარებით.

მისი ჰონორარის ოდენობა ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, გამომცემელმა Penguin Random House-მა ავტორს ავანსად $20 მილიონი გადაუხადა

როდესაც წიგნი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გამოვა, მყარ ყდიანი ვერსია 28 ფუნტი სტერლინგი ეღირება, 20 ფუნტი კი აუდიო ვერსია. ტირაჟის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

Penguin Random House-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წიგნის გაყიდვიდან ყველა შემოსავალი არ გადაეცემა პრინც ჰარის, ნაწილი  ქველმოქმედებას დაიხარჯება.

კერძოდ, ცნობილია, რომ მილიონნახევარი დოლარის გადარიცხვა იგეგმება ორგანიზაცია Sentebale-სთვის, რომელიც  ლესოტოსა და ბოტსვანაში აივ ინფიცირებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება.