კოკა-კოლა: არ ვაწარმოებთ გათამაშებას, თაღლითური სქემაა

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კომპანია გათამაშებას ატარებს, რომლითაც მომხმარებლებს 2000 ლარის მოგება შეუძლიათ.

კოკა კოლის განცხადებით, გათამაშებას არ ატარებენ, გავრცელებული ვებ გვერდი კი თაღლითურ სქემაშია ჩართული.

“მოგახსნებთ რომ აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”,– წერია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას განცხადებაში.