კომენდანტის საათს მთავრობა ძალაში ტოვებს

მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 5 საათამდე კვლავ ძალაში ტოვებს. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არც ამჯერად მოიხსნება. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-საათიდან დილის 5 საათამდე”, – თქვა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ეს შეზღუდვა “ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება”.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო 15 თებერვლიდან სკოლები და რესტორნები.