კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? – მეუფე სტეფანე ოპერატორზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, ოჯახს უსამძირებს, თუმცა ისინი არაფერში უნდა დაადანაშაულონ.

მისივე თქმით, მათ არა ადამიანების დახოცვა, არამედ “სამშობლოს დაცვა” უნდათ.

“ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც დგას მომავლის წინაშე. ამის გამოა ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. თორემ ადამიანი რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. ჩვენ ვამბობთ რომ საფრთხეშია ჩვენი ქვეყანა, თქვენთვისაც საფრთხეშია.

ისეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, რომ ძალით თვითონვე შექმნან ის ჯგუფები, რომლებიც ვთქვათ ძალით რაღაცებს გააკეთებენ და მერე უკვე დაგვაბრალებენ ჩვენ. იმის მაგივრად რომ ქვეყანა ქვეყნის ინტერესები და ზოგადად ადამიანის სულისთვის იბრძოლონ, ადამიანს აბრძოლებენ გაუგებარი იდეალებისთვის, რომლის შედეგადაც უამრავი პრობლემა ხდება.

კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? როდესაც თავს მოხვევა ხდება რაღაცა ისეთი ინფორმაციისა, იდეოლოგისაა იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც არის დამოკიდებულება ფარგლებიდან გამოსული, ცალი მხრიდან შუქდება და მეორე მხრიდან რაც უბედურება ხდება ყველაფერი დამალულია და არავინ არ აშუქებს. არის პრობლემა ამას ვამბობ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ვინც ეს გააკეთა მართალი და კარგი ადამიანია. უბრალოდ გამოვიდა წყობიდან რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ IPN–ის ცნობით.