კონგრესმენები სოც.მედიებს მოუწოდებენ არ წაშალონ და შეინახონ რუსეთის ძალადობის ამსახველი კადრები

შეერთებული შტატების კონგრესმენები, სოციალური მედიის კომპანიებს მოუწოდებენ, რუსეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით მასალა არ წაშალონ სივრციდან და შეინახონ. კონგრესმენების განმარტებით, მასალები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების სამხილებად შეიძლება გამოიყენონ.

წერილს, ხელს აწერს დემოკრატიული პარტიის 4 კონგრესმენი კეროლინ მალონი, გრეგორი მიკსი, სტივენ ლინჩი და უილიამ კიტინგი. ისინი  Meta-ს, Tiktok-ს, Twitter-სა დაYouTube-ს მიმართავენ, სადაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ვიდეომასალები ყველაზე აქტიურად ვრცელდება და უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელის დაცვის მიზნით ძალადობის ამსახველ მასალა ქსელიდან იშლება.

კონგრესმენები მოუწოდებენ სოციალური მედიის კომპანიებს არ წაშალონ მასალა, რომელის შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულს ასახავდეს, ამის ნაცვლად კი მასალაზე მოინიშნოს გაფრთხილება, რომელიც შემდეგ აშშ-ს მთავრობას და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა საგამოძიებო ორგანიზაციებს დაეხმარება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეოს ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნული მასალები საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში მნიშვნელოვანი სამხილი იქნება.

„სოციალური მედიის პლატფორმები მუდმივად შლიან მასალას, რომელიც ძალადობას ან ადამიანის წამებას განადიდებს ან შესაძლოა ძალადობრივი დანაშაულები გამოიწვიოს და მათ სამართლიანად დანერგეს გრაფიკული მასალის პოლიტიკა, რათა დაიცვან მომხმარებლები აღნიშნულისგან.

თუმცა ჩვენ ვღელავთ რადგან, სოციალური მედია პლატფორმები შლიან ან ბლოკავენ ამ მასალებს მათ შორის ავტომატიზებული და ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემებით შესაძლოა, მოიტანოს იმ მასალის არამიზანმიმართული სამუდამო წაშლა, რაც შესაძლოა ადამიანის უფლებათა პოტენციური დარღვევის სამხილებად იქნას გამოყენებული, მათ შორის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და გენოციდის“ – ნათქვამია წერილში.