კონსილიუმმა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

კონსილიუმმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰოსპიტალში გადაყვანის ნებართვა გასცა. კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ

„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა ზურაბ ფაღავამ .

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს 15:00 საათზე შეიკრიბა.