კონსტიტუციაში ასახულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სექსისა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის იუბილე მიულოცა. მან იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის კონსტიტუციას 100 წლის წინ ჰქონდა.

“საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს ჯერ კიდევ თეორიაში არსებული ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტება, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯით გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სექსისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა. ეროვნული უმცირესოებების თავისუფალი სოციალურ–კულტურული განვითარება”,– ამბობს ზურაბიშვილი.