კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში 91–მდე გაიზარდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 91 გახდა.  ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.geზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დაინფიცირდა 478 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 12 272
  • გამოჯანმრთელებულია – 6 538;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 91;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 590;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.