კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 43 წლის იყო

საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილ პაციენტებს შორის ერთ-ერთი 43 წლის მამაკაცი იყო. მამაკაცი  ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობდა.კლინიკის დირექტორის,ბუბა შალამბერიძის განცხადებით პაციენტს თანმხლები გამწვავებული ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

“სამივე პაციენტთან იყო მრავლობითი ქრონიკული დაავადებები,  მათ ფონზე მოხდა დაავადებების გამწვავება, სამივე პაციენტი თავიდანვე იყო კრიტიკული და მძიმე. ორი, დაახლოებით,  70-72 წლის ასაკის, 1 იყო მამაკაცი 43 წლის,” – განაცხადა შალამბერიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7  პაციენტი გარდაიცვალა