კორონავირუსით ინფიცირებული 6 შემთხვევიდან 2 ექთანია – გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევიდან 2 ექთანია.

“რაც შეეხება ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან მოძიება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმეს ინფიცირების წყაროების. ამ ექვსიდან 1 არის გადმოყვანილი ინფექციური საავადმყოფოდან, მისი ეპიდ წყაროები მთლიანად ცნობილია, დანარჩენ 5-ს ახლა დაუდასტურდა და მათი წყაროების მოძიებაც დაიწყება. სამედიცინო პერსონალიდან დაემატა 2 ადამიანი ამას, დანარჩენები არიან ჩვეულებრივი ცხელების ცენტრიდან. ისინი არიან ჩვენი ექთნები”,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

კითხვაზე, მუშაობდნენ თუ არა ტემპერატურიანი მედიკოსები მათ კლინკაში პაციენტებთან, გოფოძე პასუხობს, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის.

„არა, ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ სიცხიანი თანამშრომლები ჩვენთან მუშაობდნენ. პირველ რიგში, ამის სადარაჯოზე ვიდექით ჩვენთან ყველა, რომ მედპერსონალს ტემპერატურა არ ჰქონოდა. ის კი არა, ოდნავ ყელის ტკივილზეც პანიკა ტყდებოდა, სასწრაფოდ ტესტირებას ვუკეთებდით და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი 3-ჯერ და 4-ჯერ არის PCR-ტესტზე გამოკვლეული“, – თქვა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 843-მდე გაიზარდა.