კორონავირუსით ინფიცირებულია 105 პატიმარი – პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ციხეებში კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, რაც მათი საერთო რაოდენობის 1%-ია.

სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობა მიმღებ ციხეებში ახლად დაპატიმრებულ ადამიანებში გამოვლინდა.

“პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა, 52 მათგანს სამედიცინო დახმარება არ სჭირდება და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული”. – წერია უწყების განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.