კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა.ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ. გარდაცვლილი კაცი დედოფლისწყაროს ადგილობრივი კლინიკიდან თბილისში იყო გადმოყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910, ხოლო გარდაიცვალა  38 ადამიანი.