კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 788 თბილისში დადასტურდა, 551 აჭარაში

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 აჭარაში, 245 კი – იმერეთში.

  • ქვემო ქართლში – 87;
  • შიდა ქართლში –  33;
  • გურიაში – 35;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93;
  • კახეთში – 42;
  •  მცხეთა-მთიანეთში – 20;
  • სამცხე-ჯავახეთში –  27;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 7.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 604.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის  10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.