კორონავირუსის 170 შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 170 შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. რეგიონში მკურნალობის კურსს 414 პაციენტი გადის, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებეში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.