კორონავირუსის 1759 შემთხვევიდან 686 თბილისში დადასტურდა, 487 აჭარაში, 356 იმერეთში

23 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა, 487 — აჭარაში, 356 კი იმერეთში.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება შემდეგნაირია:

  • ქვემო ქართლი — 36;
  • შიდა ქართლი — 35;
  • გურია — 17;
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი — 69;
  • კახეთი — 24;
  • მცხეთა-მთიანეთი — 12;
  • სამცხე-ჯავახეთი — 30;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი — 7.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 24 562 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმშია 4 408 ადამინია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3155, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 848 პირი.