კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 117 ახალი შემთხვევიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში – 173, ქვემო ქართლში – 259, გურიაში – 61, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში 9, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 2, კახეთში 1, სამცხე-ჯავახეთში – 1.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85952;
  • გამოჯანმრთელებულია – 68929;
  • გარდაცვლილია – 778;
  • კარანტინშია – 2797;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5662′
  • კოვიდ სასტუმროშია – 3351.