კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევიდან 1443 თბილისში გამოვლინდა, 676 – აჭარაში

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება: თბილისში დადასტურდა 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ადამიანიდან, თბილისში არის – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.