კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევიდან 1 602 თბილისში გამოვლინდა, 447 – აჭარაში

კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევიდან 1 602 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 447 აჭარაში, 772 კი იმერეთში. მის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

  • ქვემო ქართლი – 223,
  • შიდა ქართლი – 241,
  • გურია – 114,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389,
  • კახეთი – 164,
  • მცხეთა-მთიანეთი – 48
  • სამცხე-ჯავახეთი – 44,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 048 ახალი შემთხვევა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.