კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში დაფიქსირდა, 111 თბილისში – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში დაფიქსირდა, 111,თბილისში, იმერეთში კი 91.

გარდა ამისა, 25 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში — 8; ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში — 2-2.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 348, გარდაიცვალა 4. სულ კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 235 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 62.