კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, მათგან 4 კი სატვირთოს მძღოლია.

„დაგვემატა 5 ახალი ინფიცირების შემთხვევა და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებული, ანუ შემოტანილია და აქედან 4 სატვირთოს მძღოლია,“- თქვა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიიცერების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.