“მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის, 100%-ით ვერ გეტყვით, მაგრამ 99% და მეტით შემიძლია გითხრათ, რომ კორონავირუსი არ არის შექმნილი, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ანუ ის წინასწარ განზრახვით არ არის შექმნილი. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი დაშვება იყოს, როდესაც სწავლობ სხვადასხვა ვირუსებს ლაბორატორიებში, განსაკუთრებით მაღალი ბიოდაცვის ლაბორატორიები სჭირდება, იქიდან მოხდა გაჟონვა ბუნებაში, ეს შესაძლებელია რომ დაუშვა, მაგრამ მე თითქმის 100%-ით გამოვრიცხავ იმას, რომ ის შეიქმნა ლაბორატორიაში და გაუშვეს წინასწარ განზრახვული მიზნით. იმის მართვა შეუძლებელი იქნებოდა”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედის ეთერში.