კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

“კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა”- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ მან CNN-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა.

“ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვირუსოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ვირუსების შესწავლას მივუძღვენი. მე არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა”, – განაცხადა რედფილდმა.