„კორონამ ქორწილები იცის მარტო და სხვა თავშეყრის ადგილებში არ დადის?“ – ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე

„კორონამ ქორწილები იცის მარტო და სხვა თავშეყრის ადგილებში არ დადის?“ – ასე ეხმაურება, ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე, სივრცეებში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვას.

“მაინტერესებს ამ შაბათ კვირას დაგეგმილ ქორწილებზე თანხები დახარჯული ოროდუქტის სასმელის კაბების მომზადების რუტინული შრომის თანხებს ვინ აანაზღაურებს? ყვავილები დეკორაციები შეკვეთილი ☺️არ აიკრძალა კონცერტები პოლიტიკური საარჩევნო შეხვედრებიდებილები კი გგონივართ მაგრამ არ ვართ დებილები არც უტვინოები ეს კორონა ქორწილებში დაგვემართება? თუ იცის კორონამ ქორწილი დაბადების დღე და არა სხვა თავშეყრის ადგილებში არ დადის?” – წერს თაკო დოლაბერიძე.

ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.