“სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.