კორძაიას განცხადებით, ოპოზიციასთან ვეტოს განხილვა ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი “ცდილობს გამოვიდეს ოცნების ჩრდილიდან”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ოპოზიციასთან ვეტოს განხილვა ნიშნავს,რომ  სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ხელისუფლების ჩრდილიდან გამოვიდეს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“თავისთავად ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა, ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტზე ვეტო დაადოს თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოვიდა და ცდილობს გამოვიდეს ქართული ოცნების ჩრდილიდან.ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს უკვე მოუწევს პასუხის გაცემა, ვეტოს ადებს თუ არ ადებს და პასუხი გულისხმობს პასუხის გაცემასაც შეკითხვაზე — რატომ აკეთებს ამას”, – განაცხადა კორძაიამ.