კოტე კემულარიას ცნობით, კალაძე ახლობლებს ეუბნება, რომ მილანში წავა რადგან აქ ვერ გაჩერდება

კახა კალაძე თავის ახლობლებს ეუნება, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” წევრმა კოტე კემულარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“კახა კალაძე ეუბნება ახლობლებს, საკუთარ გარემოცვას, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება. შესაბამისად მას რაღაც დასაკარგი აქვს”- აცხადებს კემულარია.

ცნობისთვის,შაბათს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.