კრეისერ “МОСКВА“–ს აფეთქებამდე შავ ზღვაში აშშ–ს მზვერავი თვითმფრინავი პატრულირებდა–მედია

გამოცემა The London Times წერს, რომ შავ ზღვაში,მანამ, სანამ რუსული შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი, “МОСКВА“ აფეთქდებოდა, შავ ზღვაში აშშ–ს მზვერავი თვითმფრინავი პატრულირებდა. გამოცემის ცნობით თვითმფრინავი შავ ზღვაში გემის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდა. ბოინგი P8 Poseidon “МОСКВА“–დან ასი მილის დაშორებით იყო იმ დღეს, როცა კრეისერმა კატასტროფული დაზიანება მიიღო.

ითვლება, რომ ასობით მეზვაური დაიღუპა კრეისერის დაზიანების შედეგად, რომლის მიზეზად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი სახელდება. რუსების ფლაგმანი გემის ჩაძირვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ოდესაში საზღვაო დესანტის გადასმის ალბათობა და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა შავ ზღვაში რუსეთსი შესაძლებლობებს.

P8 Poseidon, რომელიც დაახლოებით 330 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს, აშშ–ს არსენალში ყველაზე სრულყოფილი თვითმფრინავია წყალქვეშა გემებზე სანადიროდ და სამხედრო ხომლდებზე თვალთვალისთვის. მას შეუძლია წყლის ზედაპირზე ჰიდროაკუსტიკური ტივტივები ჩაყაროს და მათი საშუალებით  მტრის ხომალდები აღმოაჩინოს.