რუმინეთთან მატჩში, ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ – გურამ კაშია ივნისში სანაკრებო კარიერას დაასრულებს

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ – ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ – შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ განაცხადა.

“ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის – საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია, ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე”. – თქვა კაშიამ.

პოპულარული

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა...

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული...

ყველა ამბავი

ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?- სააკაშვილი

"ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს...

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხებასა...

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია კორინა მაჩადო, ერთწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.მაჩადომ ქვეყანაში შესვლა კოლუმბიის...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.საგამოძიებო უწყების განმარტებით, აღნიშნული სისხლის...

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად – ჭეიშვილი აქციაზე

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს, ხალხის მასა აუცილებელი არ...

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ნათქვამჯა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ...

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...