ოთხშაბათი, 25 დეკემბერი , 2024, 20:35

კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, რომელიც “Z-კონცერტებზე” გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს

კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა, რომელიც ე.წ. Z კონცერტებზე გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს, სახელწოდების “Гамарджоба, Грузия”.  ამის შესახებ,  ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროგრამა Эхо Кавказа იაკუტელი ბლოგერის, აიხალ ამმოსოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • “ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, სახას რესპუბლიკაში (იაკუტიაში) ის ჩართული იყო პროპაგანდაში, მონაწილეობდა “Z-კონცერტებში” და იაკუტელ კაცებს მოუწოდებდა, რომ ომში წასულიყო,” – ციტირებს გამოცემა აქტივისტს.

აიხალ ამასოვი ვარაუდობს, რომ მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან პროპაგანდისტ მომღერალს, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართველი აქტივისტები ხელს შეუშლიან ტურს.

როგორც კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის ინსტაგრამის გვერდზე წერია, ტური 6- 12 მაისი ფარგლებში გაიმართება. მისივე თქმით, ტურის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ქალაქებს ეწვევიან და დაათვალიერებენ გორის, ყაზბეგის, კახეთის, ბორჯომისა და სხვა რეგიონების ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს