კრემლი აცხადებს, რომ პუტინს პრეზიდენტად მეხუთე ვადით კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 2 ნოემბერს  განუცხადა.

კითხვაზე გადაწყვიტა თუ არა პუტინმა ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. “არა”, – უპასუხა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა.