კრემლი საქართველოში “გარანტირებული გამარჯვების“ სცენარის განხორციელებას განიხილავს–მედია

ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ადვილი გამარჯვების სცენარს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და ყველაზე რეალურად ამ ეტაპზე საქართველო განიხილება. არხის ინფორმაციით ეს სცენარი პუტინმა შესაძლოა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან შეთანხმებით განახორციელოს.

“რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრისას, რომელიც პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მობილიზაციის მეორე ეტაპის თემის განხილვაზე და განაცხადა, რომ მობილიზაცია არავის გაუუქმებია და შესაბამისად, მობილიზაციის გაგრძელება „მოგვარებული საკითხია“.

ვიწრო ფორმატის შეხვედრის დახურულ ნაწილზე პრეზიდენტი უფრო სიტყვაუხვი აღმოჩნდა და რამდენიმე „პროგრესული“ განცხადება გააკეთა. პუტინმა თქვა, რომ აუცილებელია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სწრაფი ეფექტური “სპეციალური ოპერაციის” იდეის განხორციელება, სადაც გამარჯვება პრაქტიკულად “გარანტირებულია”.

ასეთ ქვეყნად რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მიაჩნია. პუტინი დარწმუნებულია, რომ თუ შეთანხმება მიღწეული იქნება საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნაწილთან, შესაძლებელია კონფლიქტის პროვოცირება და გამარჯვების სცენარის განხორციელება, რაც პარალელურად დაეხმარება  საქართველოს ხელმძღვანელობის პრორუსულ ნაწილს თავი დააღწიოს „არასასურველ ელემენტებს“ ხელისუფლებაში. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი „სომხური საკითხის“ გადაწყვეტას აპირებს, თუმცა როგორ, არ დაუკონკრეტებია. სპეცოპერაციის მზა სცენარები პრეზიდენტს ჯერ კიდევ იყო გასული  წლის შემოდგომიდა  ქონდა, ახლა კი გასცა ბრძანება ამ სცენარების დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებისა და 1 თებერვლამდე მისთვის წარდგენის შესახებ.

შაბათ-კვირას პუტინმა მთელი რიგი კონსულტაციები გამართა  მისი ახლო წრის წარმომადგენლებთან. განხილვის თემა იყო „სამშვიდობო წინადადებები“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს არაფორმალური არხებით გადაეცა გავლენიანი შუამავალი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან.  წინადადებების არსი ის არის, რომ პუტინს სთავაზობენ ჯარების 2022 წლის 23 თებერვლის საზღვრებზე გაყვანას,  გარდა ამისა, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემას შვიდწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში,  ЛДНР–ის    ტერიტორიები  2022 წლის 23 თებერვლისთვის არსებული ტერიტორიებით რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ შვიდიდან ათ წლამდე, უმეტესი ქვეყნების მიერ ამ ტერიტორიების რუსულ ფორმალურად აღიარების გარეშე. რის შემდეგაც ამ ტერიტორიების სტატუსი უნდა მოგვარდეს უკრაინასთან შეთანხმებით. წინადადებებში ასევე შედის უკრაინის საზღვრის დემილიტარიზებული ზონა რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკისგან, ასევე სამხედრო დამნაშავეების გადაცემა და კომპენსაციის გადახდა უკრაინისთვის.

„სახის შესანარჩუნებლად“ პუტინს შესთავაზეს, 2022 წლის 23 თებერვლის  საზღვრებზე ჯარების გაყვანის შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებების შესასრულებლად ერთწლიანი ვადა. სავარაუდოდ იმიტომ,რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეძლოს ეს შეთანხმება “გამარჯვებად“ გამოაცხადოს, რაც საშუალებას მისცემს მას ან მის “მემკვიდრეს” აირჩიონ პრეზიდენტად არაუგვიანეს 2024 წლის მარტისა. ამასთან, უკრაინას ნატოში გაწევრიანება გარანტირებული აქვს 2024 წლის ზაფხულში. შვიდი გარანტი ქვეყანა მზად არის იმოქმედოს როგორც შუამავალმა. ეს წინადადებები უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუღია, შუამავლები პუტინისგან პასუხს ელოდებიან. რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ უარის შემთხვევაში, უკრაინას მიეწოდებოდა ყველა საჭირო იარაღი, რათა დაამარცხოს რუსული ჯარები უკრაინა აღადგინოს 1991 წლის დეკემბრის საზღვრებში.

პუტინი ფიქრობს– წერს ტელეგრამ არხი.