კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ქართული ოცნების ლიდერებს ხვდება.

ოცნებიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

მოგვიანებით დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.