კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ამერიკის ელჩს ხვდებიან

კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, მათ დეგნანთან კონკრეტული წინადადებები ექნებათ.

“ამერიკის ელჩი წარმოადგენს ჩვენთვის შეერთებულ შტატებს.ჩვენ გვინდა,რომ ამერიკა იყოს უფრო კატეგორიული, უფრო ქმედითი და არ შემოისაზღვროს მხოლოდ სიტყვებით, გამოიყენოს ყველა ბერკეტი. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს, რომელსაც გავაცნობთ კელი დეგნანს – ამბობს გაბუნია.