კუზიანს სამარე გაასწორებს – ვაშაძე “ოცნების” სიის წარდგენაზე

“კუზიანს სამარე გაასწორებს”, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის გამოსვლებს დღეს ფასი არ აქვს, რადგან 8 წლის განმავლობაში მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში, ნუთუ რამეს ელოდება ხალხი გუნდისგან, რომელმაც 8 წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეასრულა. საერთოდ რა ფასი აქვს მათ გამოსვლებს. ერთადერთი, რასაც აქვს ფასი ეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ქვეცნობიერი წამოცდენა: „მორჩა ახლა ფულის კეთება, საქმე დავიწყოთო“. „კუზიანს სამარე გაასწორებს“ – ეს გამოთქმა ყველასთვის ნათელია. ეს ხალხი ამ ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა, მორჩა და დამთავრდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს “ქართული ოცნება” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.